ინფორმაცია

როგორ  შევარჩიოთ ოზონუსაფრთხო საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს  ოზონის შრის დაცვის საქმეში.  უპირველეს ყოვლისა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მაცვრისა და კონდიციონერის შეძენისას არჩევანი გავაკეთოთ იმ დანადგარზე რომელიც არ მუშაობს ოზონდამშლელ ნივითიერებაზე – R-22-ზე. ყველა სხვა ნივთიერებაზე (მაცივარაგენტზე = ე.წ. “ფრეონი”) მომუშავე დანადგარი ოზონუსაფრთხოა.

ამისათვის საჭიროა დანადგარის შეძენისას მაღაზიის კონსულტანტისგან მივიღოთ ინფორმაცია თუ რა მაცივარაგენტზე (“ფრეონზე”) მუშაობს იგი. თუ კონსულტანტი ვერ შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჩვენ თავად მარტივად შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელ ნივთიერებას მოიხმარს მაცივარი ან კონდიციონერი. ამისათვის უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ დანადგარზე მიკრულ  იარლიყს, რომელზეც აუცილებლად არის მითითებული ეს ინფორმაცია. კერძოდ, იარლიყზე ნახავთ წარწერას, რომელიც იწყება დიდი ლათინური ასოთი – R და ციფრებით გრძელდება. მაგალითად:  R-22; R-134A; R-407C; R-410A; R-600 და ა.შ.

დღეისთვის საქართველო ერთადერთ ოზონდამშლელ ნივთიერებას  – ქლორდიფტორმეთანს (R-22, HCFC-22, ე.წ. “ფრეონ-22”) მოიხმარს და ეს ნივთიერება მხოლოდ სამაცივრე და ჰერის კონდიცირების სისტემებში გამოიყენება.

ACDataTagResidential054DJFsnissan-label 1$(KGrHqIOKpEE6(FM(wdrBOnGsy2d7wODU Label (1) 20130707_17324

ზოგადი ინფორმაცია: ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში

UNEP Antarctica scientific video

UNEP Arctic Ozone video

UNEP Curtain raiser video

UNEP Montreal protocol 25th anniversary video

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარება საქართველოში

ოდნ-ების მოხმარება 1995-2014

 

 

 

ოდნ-ების მოხმარება ოდპ-ში 1995-2014