მომხმარებლისთვის

როგორ  შევარჩიოთ ოზონუსაფრთხო საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს  ოზონის შრის დაცვის საქმეში.  უპირველეს ყოვლისა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მაცვრისა და კონდიციონერის შეძენისას არჩევანი გავაკეთოთ იმ დანადგარზე რომელიც არ მუშაობს ოზონდამშლელ ნივითიერებაზე – R-22-ზე. ყველა სხვა ნივთიერებაზე (მაცივარაგენტზე = ე.წ. “ფრეონი”) მომუშავე დანადგარი ოზონუსაფრთხოა.

ამისათვის საჭიროა დანადგარის შეძენისას მაღაზიის კონსულტანტისგან მივიღოთ ინფორმაცია თუ რა მაცივარაგენტზე (“ფრეონზე”) მუშაობს იგი. თუ კონსულტანტი ვერ შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჩვენ თავად მარტივად შეგვიძლია გავარკვიოთ, რომელ ნივთიერებას მოიხმარს მაცივარი ან კონდიციონერი. ამისათვის უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ დანადგარზე მიკრულ  იარლიყს, რომელზეც აუცილებლად არის მითითებული ეს ინფორმაცია. კერძოდ, იარლიყზე ნახავთ წარწერას, რომელიც იწყება დიდი ლათინური ასოთი – R და ციფრებით გრძელდება. მაგალითად:  R-22; R-134A; R-407C; R-410A; R-600 და ა.შ.

დღეისთვის საქართველო ერთადერთ ოზონდამშლელ ნივთიერებას  – ქლორდიფტორმეთანს (R-22, HCFC-22, ე.წ. “ფრეონ-22”) მოიხმარს და ეს ნივთიერება მხოლოდ სამაცივრე და ჰერის კონდიცირების სისტემებში გამოიყენება.

ACDataTagResidential054DJFs nissan-label 1$(KGrHqIOKpEE6(FM(wdrBOnGsy2d7wODU Label (1) 20130707_17324

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მულტფილმი Green cooling for a warming world

Slideshow: ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ/ექსპორტის ნებართვა

წიგნი: საქართველოში მეთილბრომიდის ხმარებიდან ეტაპობრივი ამოღების უზრუნველყოფა