სტუდენტებისთვის

1234

 

 

 

 

 

 

 

 

 

1996 წლიდან საქართველო არის „ოზონის შრის დაცვის შესახებ“ვენისკონვენციის და მისი „ოზონის შრის დამშლელნივთიერებათაშესახებ“მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა.

ყოველი წლის 16 სექტემბერს მთელს მსოფლიოში ოზონის შრის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მონრეალისოქმის შექმნის თარიღს უკავშირდება და წელს მისი აღნიშვნა ოცდამეექვსედ მოხდება.

2013 წლის ოზონის შრის შრის დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჯანსაღი ატმოსფერო – მომავალი, რომელიც ჩვენ გვინდა“.

ფაქტები და ინფორმაცია ოზონის შრის შესახებ:

  • ოზონის შრე არის დედამიწის ატმოსფეროში (კერძოდ სტრატოსფეროში) არსებული ოზონის მოლეკულების ერთობლიობა, რომელიც სასიცოცხლო ფარად ერტყმის გარს ჩვენს პლანეტას;
  • ოზონის შრე დედამიწას იცავს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან;
  • მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა: კანის კიბო; თვალის კატარაქტა; იმუნოსისტემის დაქვეითება, მოსავლიანობისშემცირება;ფიტოპლანქტონისზრდის შეფერხება, ქვირითის დაზიანება და ა.შ.
  • ოზონის შრის 10%შემცირება იწვევს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების 20%ზრდას;
  • ოზონის ხვრელი არის დაახლოებით 60%-ითგაიშვიათებული ოზონის შრე, რომელიც პოლარული გაზაფხულის დროს დედამიწის პოლუსების თავზე წარმოიქმნება (ძირითადად სამხრეთ პოლუსზე);
  • ოზონის შრის დაშლას იწვევს ქლორისა და ბრომის ატომები, რომელსაც ადამიანის მიერ შექმნილი ქიმიური ნივთიერებები შეიცავენ. ასეთ ნივთიერებებს ოზონდამშლელ ნივთიერებებს უწოდებენ;
  • ოზონდამშლელი ნივთიერებები ძირითადად სამაცივრო და ერისკონდიცირების სისტემებში გამოიყენება(ე.წ.ფრეონები),თუმცა ისინი სოფლის მეურნეობის,ხანძარსაწინააღმდეგო, გამხსნელების და სხვა სექტორებშიც გვხვდება;
  • 2009 წელს „ოზონის შრის დამშლელნივთიერებათაშესახებ“მონრეალის ოქმი გახდა გაეროს პირველი ხელშეკრულება,რომელმაც უნივერსალურ რატიფიკაციას მიაღწია ანუ მსოფლიოს ყველა აღიარებული ქვეყანა გახდა მონრეალის ოქმის მხარე. ეს ფაქტი გვიჩვენებს, თუ რაოდენ ღრმად აქვს გათვითცნობიერებული დღევანდელ მსოფლიოს ოზონის შრის მნიშვნელობა.
  • 2010 წლისთვის მონრეალის ოქმის ფარგლებში მოღვაწეობის შედეგად კაცობრიობამ ხმარებიდან ამოიღო ოზონდამშლელი ნივთიერებების 98%.
  • გლობალური დაკვირვება გვიჩვენებ, რომ ოზონდამშლელინივთიერებებისრაოდენობა ატმოსფეროში წლიდან წლამდე მცირდება და სავარაუდოა, რომ მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესრულების პირობებში ოზონის შრე 21-ესაუკუნისშუისთვის1970-იანიწლებისმაჩვენებლამდეაღდგება;
  • მონრეალის ოქმის ფარგლებში ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირების შედეგად კაცობრიობამ თავიდან აიცილა კანის სიმსივნის მილიონობით ფატალური და კანის სიმსივნისა და თვალის კატარაქტი ათბითმილიონიარაფატალურიშემთხვევა;
  • 2010 წლის ამერიკის გარემოს დაცვისსააგენტოსგათვლებით,უკვე არსებული მიღწევების შედეგად, 1985-2100წლებში ქვეყანა 22 მილიონი თვალის კატარაქტის შემთხვევას აირიდებს;
  • 2165 წლისთვის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიდან აცილებული იქნება კანის კიბოს შედეგად დამდგარი 6,3მილიონი სიკვდილის ფაქტი და 1990 წლიდან 2165 წლამდე ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების დანაზოგი 4,2ტრილიონაშშდოლარს შეადგენს;
  • მონრეალის ოქმის ნივთიერებები გარდა იმისა, რომ ოზონდამშლელებიარიან დიდი გლობალური დათბობის პოტენციალიც გააჩნიათ. შესაბამისად, მათი ხმარებიდან ამოღების შედეგად ბოლო 20 წლის განმავლოპბაშიათობით მილიარდი ტონით (CO2-ის ექვივალენტი) შემცირდა გლობალური დათბობის პოტენციალის აირების გაფრქვევა.

მულტფილმი Green cooling for a warming world

სტატია 25 წელი ოზონის შრის დაცვის საქმეში

წიგნი: საქართველოში მეთილბრომიდის ხმარებიდან ეტაპობრივი ამოღების უზრუნველყოფა

ოცი კითხვა და პასუხი ოზონის შრის შესახებ