საქართველოში მემაცივრე ტექნიკოსების გადამზადება მიმდინარეობს

„ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების ეტაპობრივად ამოღების მართვის გეგმა” ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს სამაცივრო, კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის მხარდაჭერით, მემაცივრე ტექნიკოსების გადამზადება მიმდინარეობს.

გადამზადების პროცესში ტექნიკოსები გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებებთან მოპყრობის საფუძვლებს შეისწავლიან და ალტერნატიულ-ოზონუსაფრთხო ნივთიერებებზე მომუშავე დანადგარების მომსახურების თანამედროვე პრაქტიკას გაეცნობიან. პროექტის ფარგლებში სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 150 ტექნიკოსი გაივლის.

კურსის ფარგლებში, ტექნიკოსები ასევე ტოქსიკურ და ფეთქებად საშიშ ნივთიერებებთან, ბუნებრივ მაცივარაგენტებთან, მოპყრობას დაეუფლებიან. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სწრაფად იზრდება ამ ნივთიერებებზე მომუშავე მოწყობილობების რაოდენობა. შესაბამისად, მათი მომსახურებისას აუცილებელია არა მარტო ტექნიკური ასპექტების, არამედ უსაფრთხოების ნორმების ცოდნაც.

ტექნიკოსები, რომლებიც სწავლების შემდეგ წარმატებით გაივლიან საბოლოო ტესტირებას შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

11807327_910534355670202_8120078269454699986_o11807122_910533842336920_2852451161700269269_o11845221_910533982336906_4444443213256808817_o DSCN464011794490_910534255670212_6547412474963406820_o DSCN4737

საქართველო მონრეალის ოქმის მხარეთა ღია სამუშაო ჯგუფის 35-ე შეხვედრაში მონაწილოებს

ბანკოკში მონრეალის ოქმის მხარეთა ღია სამუშაო ჯგუფის 35-ე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობს. შეხვედრის მთავარი მიზანია მიმდნარე წლის ნოემბერში მონრეალის ოქმის მხარეთა შეხვედრისთვის მომზადება.

ღია სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეები ეცნობიან ინფორმაციას ოზონდამშლელი ნივთიერებების (ოდნ) ალტერნატიული, გარემოსათვის უსაფრთხო, ნივთიერებებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიმართულების (სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების, ქაფების და სხვა სექტორები) ტექნიკური კომიტეტების მიერ არის შემუშავებული და წარმოდგენილი.

შეხვედრაზე, ასევე განიხილება მონრეალის ოქმის ფარგლებში განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯები, როგორიცაა ჰიდროფტორნახშირბადების (ჰფნ) მოხმარების მართვის საკითხი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ნივთიერებების ოზონის შრის დაშლის პოტენციალი 0-ის ტოლია, თუმცა მათი უმეტესობა ძალიან მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალით გამოირჩევა და რაც მთავარია ეს ნივთიერებები წლების მანძილზე ოდნ-ების ალტერნატივებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, მათი მოხმარება ოდნ-ების შემცირების პარალელურად სწრაფად იზრდება.

მონრეალის ოქმი, გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმინლი კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარების საქმეში. კერძოდ, რადგან ეს სათბურის ეფექტის აირები სწორედ იმ სექტორებსა და სისტემებში გამოიყენება სადაც ოდნ-ები, მონრეალის ოქმი მზადაა ჰფნ-ების მართვა მისი რეგულაციის არეალში მოაქციოს. ჰფნ-ების მომხარების ეტაპობრივად შემცირებისთვის მონრეალის ოქმს ათწლეულების მანძილზე გამოცდილი ძალიან ეფექტიანი მექანიზმების გააჩნია.

შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში მხარი დაუჭირა ჰფნ-ების მართვის საკითხების განხილვის მიზნით ოფიციალური საკონტაქტო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხს.

მონრეალის ოქმის მხარეთა ღია სამუშაო ჯგუფის 35-ე შეხვედრა 21 აპრილიდან 24 აპრილამდე გასტან.

35 OEWG PlenaryCMU_9737-tn Paul Newman-tn CMU_9702-tn IMG_3003-tn CMU_9724-tn

გვერდი 1 (5)12345