დაიწყო მებაჟეთა გადამზადება ოდნ-ების საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებისთვის

2015 წლის 15-22 აპრილს ქ. თბილისსა და ბათუმში ტარდება მებაჟთა სწავლება ოზონდამშელელი ნივთიერებების (ოდნ) კონტრაბანდასთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. მებაჟეები სწავლობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს, რა საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ოზონის შრის დაცვის სფეროში, როგორ ამოვიცნოთ ოზონდამშლელი ნივთიერებები და რა ზომებია გათვალისწინებული ამ შემთხვევაში. გარდა თეორიული ცოდნისა, სწავლება  პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს, რომლის დროსაც მებაჟეები ითვისებენ მაცივარაგენტების იდენტიფიკატორის გამოყენების ტექნიკას. სწავლებაში 30-მდე მებაჟე მიიღებს მონაწილეობას.

11150339_833072663407398_2712439760405588576_n11148446_833072416740756_5012955927934772161_n11149275_833072226740775_1055204585516386115_n11150186_833072513407413_495054944849233577_n10356418_833072260074105_4560308237277041523_n11047932_833072033407461_5674759752214887804_n11050124_833072270074104_7198639395337519043_n11148470_833072103407454_1869901376277567389_n

2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მეთილბრომიდის მოხმარება აიკრძალა

“ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმის მოთხოვნის მიხედვით 2015 წლის 1 იანვრიდან მთელ მსოფლიოში იკრძალება ერთ-ერთი უმთავრესი ოზონდამშლელი ნივთიერების – მეთილბრომიდის წარმოება და მოხმარება. ამიერიდან აღნიშნული ნივთიერების მოხმარება მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვის წინა მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი.

2015 წლიდან მეთილბრომიდის საიმპორტო კვოტა აღარ დაწესდება, რადგან მონრეალის ოქმით საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარება კვოტით არ იზღუდება.

აღნიშნული საერთაშირისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნულ კანონმდებლონაში, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში, შევიდა შესაბამისი ცვლილებები.

გვერდი 2 (5)12345