“მე ვიცავ ოზონს”

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა, სასტურო „რედისონ ბლუ ივერიაში”, – „მე ვიცავ ოზონს” სამთვიანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია შეაჯამეს.

კამპანია მოიცავდა რიგ ღონისძიებებს, როგორიცაა:

  • დაინტერესებული მხარეებისთვის ქვეყანაში ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირების კუთხით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა;
  • სასკოლო ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და კონკურსების ორგანიზება;
  • შემეცნებითი ტელეგადაცემის მომზადება;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების კონსულტანტების სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვება.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიების კონსულტანტების სწავლება საქართველოში პირველად ჩატარდა. რადგან დღეისათვის საქართველოში ოზონდამშლელი ნივთიერებები მხოლოდ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემებში მოიხმარება, ამ ტექნიკის შეძენისას სწორი არჩევანის გაკეთება საკმაოდ მნიშვნელოვანია ოზონის შრის დაცვის კუთხით. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად კი აუცილებელია მომხმარებლისთვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სწორედ მაღაზიის კონსულტანტებისგან უნდა მიიღოს.

კამპანიის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელური მაღაზიების („OK’, „ტექნობუმი”, „ვესტელი”) კონსულტანტებს ჩაუტარდათ პროფესიული ტრეინინგი – გარემოსთვის უსაფრთხო სამაცივრე ტექნოლოგიების გასაცნობად. მინისტრმა კონსულტანტებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.

ფართომასშტაბიანი კამპანია „მე ვიცავ ოზონს” ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების დამკვიდრებას საქართველოში. ასევე, მოსახლეობის ინფორმირებულობას იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ, რომელიც არ იყენებს ოზონდამშლელ ნივთიერებებს.

მიმდინარე წელს, კამპანიაში ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამაცივრე ტექნიკის სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდა გარემოსდამცველები, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, სატელევიზიო პროგრამებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა” მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრაზე, 2015 წელს ოზონის შრის დაცვის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

10697439_797309446992694_5619508639259895005_o10828137_797309973659308_8850378767574107488_o10869542_797309693659336_3509379031487082446_o10869754_797309776992661_7750713634465467836_o

საქართველო – ვენის კონვენციის პრეზიდენტი

2014 წლის 17-21 ნოემბერს ქ. პარიზში (საფრანგეთი) ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციის მხარეთა მე-10 კონფერენცია და ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის მხარეთა 26-ე ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მაღალი დონის სეგმენტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ, ვენის კონვენციის პრეზიდენტის რანგში გახსნა.

2011 წლის ნოემბერში საქართველო, ამ საერთოშრისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ვალდებულებათა წარმარტებით შესრულების და რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, შუა აზია) მასშტაბით აქტიურტი მუშაობის შედეგად, ვენის კონვენციის მხარეთა მე-9 კონფერენციაზე კონვენციის ბიუროს პრეზიდენტად დასახელდა.

ვენის კონვენცია და მისი მონრეალის ოქმი გაეროს სივრცეში უნიკალური საერთაშორისო ხელშეკრულებებია, რომელთა ხელმმწერი მსოფლიოს 197 ქვეყანაა. ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ ოქმის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხმარებიდან ამოღებულია ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების დაახლოებით 98%. შედეგად დაიწყო ოზონის შრის აღდგენის ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესი.

IMG_8662IMG_8805IMG_7611

გვერდი 3 (5)12345