საქართველოში ოზონდამშლელი ნივთიერებების კონტრაბანდის ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებების უკანონო (უნებართვოდ) შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. უენბართვო ტვრითის უმეტესობა ფალსიფიცირებულიც აღმოჩნდა.

2014 წლის 31 იანვარს თბილისის საბაჟო ზონაშიშემოვიდატვირთი ოდენობით: 70 ერთჯერადი მოხმარების  ცილინდრი (თითო 13.6 კგ – სულ 752 კგ) და 100 ქილი (თითო 1კგ – სულ 100 კგ).   ტვირთის წარმოშობის ქვეყანა იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ცილინდრებიც და ქილებიც მარკირებული იყო „R22“-ით და ანგარიშფაქტურებისა და გადაზიდვის დოკუმენტებშიც „R22“ იყო მითითებული. თუმცა იმპორტიორს არ ჰქონდა ნებართვა R22-ის შემოტანაზე. შესაბამისად, საქონელი ჩამორთმეულ იქნა და დასაწყობდა შემდგომი განადგურებისთვის. ნარჩენის ქვეყნიდან გატანა და გარემოსათვის უსაფრთხოდ განადგურება მოხდება „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ნარჩენების მართვისა და გაუვნებელყოფის საპილოტე სადემონსტრაციო პროექტის“ ფარგლებში.

ცილინდრებისა და ქილების შიგთავსი შემოწმდა  მაცივარაგენტის იდენთიფიკატორით. შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ 70  ცილინდრი შეიცავდა დაუდგენელ ნარევს, ხოლო ქილები სავსე იყო R22-ით. გამოცდის შედეგები დადასტურებულ იქნა სხვა, უფრო თანამედროვე მაცივარაგენტისიდენთიფიკატორით.

DSC01209 DSC01202

აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთვის საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი 2014 წლის 21 მაისს ქ. სარაევოში (ბოსნია და ჰერცოგოვინა) საბაჟოთა თანამშრომლობის რეგიუნულ საერთაშორისო შეხვედრაზე სერტიფიკატით და მედლით დაჯილდოვდა.

მებაჟეების დაჯილდოვება 2014

საქართველოში ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ნარჩენების განადგურების პროექტი დაიწყო

საქართველოს  გარემოს დაცვის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამასთან  (UNDP) თანამშრომლობით  და  მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ნარჩენების მართვისა და გაუვნებელყოფის საპილოტე სადემონსტრაციო პროექტს“. პროექტი უნიკალურია, რადგან ის არის ერთადერთი ინდივიდუალური პროექტი, რომელიც დამტკიცდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების (ოდნ) მცირე მოცულობით მომხმარებელი ქვეყნისთვის.

პროექტის მთავარი მიზანია ქვეყანაში არსებული ოდნ-ის ნარჩენების მოგროვება და გარემოსათვის უსაფრთხო წესით განადგურება. აგრეთვე, ოდნ-ის და მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) ნარჩენების გაუვნებელყოფის პროექტებს შორის სინერგიის დემონსტრირება და შესაძლებლობების შეფასება.

პროექტის მთავარი შედეგი იქნება ოდნ-ების მოდ  პესტიციდებთან ერთად გაუვნებელყოფის რეალისტური და განხორციელებადი სისტემის შექმნა და საქართველოში ოდნ-ების ნარჩენების შეგროვების ისეთი სქემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლოდ ნარჩენების გაუვნებელყოფას ქვეყანაში გენერირებული ფინანსური სახსრების გამოყენებით.

პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება ოდნ-ების ნარჩენების მოგროვება და მათი მოდ პესტიციდებთან ერთად ევროპაში გარემოსთვის უსაფრთხოდ განადგურება.

პროექტი შემდეგ ძირითად ფაზებს მოიცავს:

  • ნარჩენების მოგროვება და ლაბორატორიული ანალიზი;
  • ქვეყნიდან გატანა და განადგურება;
  • მდგრადი სისტემის შექმნისათვის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის გაძლიერება;
  • პროექტის მართვა და მონიტორინგი.

დღეისთვის პროექტის ძირითადი სამუშაოებიდან შესრულებულია შემდეგი:

  • შეძენილ იქნა ორი 1000 ლიტრი ტევადობის კონტეინერი და გადატუმბვისთვის საჭირო დამხმარე აღჭურვილობა;
  • თბილისის მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრში შეგროვდა 1467კგ ოდნ-ების ნარჩენი;
  • იზოტოპების ინსტიტუტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით მოხდა გაზური ქრომატოგრაფის გაშვება-გამართვა;
  • გასანადგურებელ ნივთიერებებს გაზური ქრომატოგრაფის საშუალებით ჩაუტარდა ანალიზი და ძველი კონტეინერებიდან გადატანილ იქნა ახლადშეძენილ საერთაშორისო სტანდარტის კონტეინერებში;
  • მომზადდა პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია გაზური ქრომატოგრაფის მუშაობაზე.

Collecting ODSs Filling of Tanks

პროექტის შემდგომი ეტაპი ოდნ-ების ნარჩენების ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში ექსპორტს და იქ გარემოსათვის უსაფრთხოდ განადგურებას მოიცავს. შემდეგ მომზადდება საბოლოო ანგარიში, რომელმაც უნდა აჩვენოს პროექტის ფარგლებში განხოციელებული სინერგიის ეფექტიანობა და გამოკვეთოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის განვითარების ნაბიჯები, რომელიც  უვნებელია ოდნ-ების ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემის შესაქმნელად.

მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს არც ერთ დებულებას, რომელიც ითვალისწინებს რესურსების შექმნას ოდნ-ის ნარჩენების გაუვნებელყოფის მექანიზმების შემუშავებისათვის, ამიტომ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შემუშავდება გეგმა ამგარი მექანიზმების შემოსაღებად. შემუშავებული წესები დაკავშირებული იქნება შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრის საქმიანობების განხორციელებასთან.

პროექტის შედეგები მნიშვნელოვანია ოდნ-ების მცირე მოცულობით მომხმარებელი ყველა ქვეყნისთვის, რადგან შესაძლოა ამ პროექტის შედეგებმა მრავალ ქვეყნას უჩვენოს ერთ-ერთი ყველაზე უმტკივნეულო და ეფექტური გზა ოდნ-ების ნარჩენების პრობლემის მოგვარების კუთხით.

 

გვერდი 4 (5)12345