2014 წლისთვის ოზონდადამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მოთხოვნის ვადა ამოიწურა

 2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბერის N184 დადგენილების “შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საფუძველზე 2014 წლისთვის ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მოთხოვნის განაცხადების მიღება შეწყდა.

ოზონის შრის დამშლელი ნითიერებების იმპორტ/ექსპორტის სანებართვო სისტემა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბერის N184 დადგენილების „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საფუძველზე 2014 წლიდან საქართველოში ოზონის შრის დამშლელი ნითიერებების იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა.

დადგინდა 2014 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის: ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრული ტონა; ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრული ტონა; გ) მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრული ტონა.

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მსურველებმა 5 თებერვლამდე წერილობით უნდა მოგვმართონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. წერილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ნებართვის მიმღები სუბიექტი (სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი);
  • ტვირთის რაოდენობა (წონა);
  • დასახელება;
  • შემადგენლობა;
  • ფიზიკური აღწერა;
  • ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი;
  • ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი.
გვერდი 5 (5)12345