ჩვენს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ 1996 წლის 21 მარტს. საქართველოს პარლამენტის მიერ ასევე რატიფიცირებულ იქნა მონრეალის ოქმის ცვლილებები: ლონდონის ცვლილებები, კოპენჰაგენის ცვლილებები და მონრეალის ცვლილებები 2000 წლის 14 ივნისს (#376-II, #377-IIს ანდ #378-IIს დადგენილებები). ეს ქმედებები ხაზს უსვამს საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებას, მიიღოს საჭირო ზომები დედამიწის ოზონის შრის დასაცავად.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოს და იგი მეთვალყურეობას უწევს ოზონთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ქვეყანაში. გაეროს გარემოსდავითი პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში შექმნილია ოზონის ეროვნული ჯგუფი, რომელიც კორდინაციას უწევს და ახორციელებს ოდნ-ების ამოღების პოლიტიკასა და პროექტებს.

ინსტიტუციონალური გაძლიერების პროექტი (IS), რომელიც წარმოადგენს ოზონის ეროვნული ჯგუფის საქმიანობის მხარდაჭერას, დამტკიცებულ იქნა სამი წლის ვადით აღმასრულებელი კომიტეტის 23-ე შეხვედრაზე. მისი ექვსი გაგრძელება, თითოეული ორი წლის ვადით დამტკიცდა აღმასრულებელი კომიტეტის შემდგომ შეხვედრებზე და მოიცავდა 2001-2013 წლების პერიოდს. პროექტი განხორციელდა რამოდენიმე ინოვაციური მიდგომით და შესანიშნავი შედეგები იქნა მიღწეული, კერძოდ, მონრეალის ოქმთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა ქფნ-12-ის, მეთილბრომიდის და ჰალონების მომხარების